“ამაზრზენია” – დიმიტრი შაშკინი “გადატრიალების საქმეზე” სუს-ში დამკვირვებელთა დაბარებაზე

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის “შავ სიაში” მოხვედრილი ოპოზიციის ერთერთი ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი კობახიძისა და მდინარაძის ბრალდებებს პასუხობს.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის შესახებ 30 ოქტომბერს განაცხადა და ორგანიზატორებად მიხეილ სააკაშვილი, დიმიტრი შაშკინი და დევი ჭანკოტაძე დაასახელა.

კობახიძის რიტორიკა გააგრძელა მდინარაძემ და თქვა, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბერს აქციას გეგმავს და ფსონს არეულობაზე დებს.

დიმიტრი შაშკინი მამუკა მდინარაძეს პასუხობს და მას “ქართული ოცნების “სვეცკი” იურისტად” მოიხსენიებს.

“აგონიაში მყოფმა ქართულმა ოცნებამ ავანსცენაზე გამოაგორა ბუმბერაზი და “სვეცკი” იურისტი მამუკა მდინარაძე, ის საუბრობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, მაშინ როცა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აკისრებს ხალხი და არა ხელისუფლება, ეს უნდა იცოდეს. ერთი-ორი წიგნი ხომ უნდა ჰქონდეს წაკითხული, იურისტობაზე რომ აქვს პრეტენზია? ახლა რომ იბარებენ სუსში ადამიანებს, ეგ არის ყველაზე ამაზრზენი. პირველი შეკითხვაა: რატომ არ გქონდა ხელკეტი მანქანაში? და მეორე შეკითხვა, რატომ აძლევ ხმას ნაცმოძრაობას? რაღაც ზღვარი ხომ უნდა არსებობდეს? “- ამბობს დიმიტრი შაშკინი, ოპოზიციის ერთერთი ლიდერი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

შეგახსენებთ, სუსმა დღეს გამოკითხვების ახალი სერია დაიწყო და დამკვირვებლები დაიბარა, რომლებმაც არჩევნების დღეს უამრავი დარღვევა აღმოაჩინეს. სამმა დაბარებულმა გამოცხადებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ გამოძიების შეკითხვებს მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებენ.

banner
წინა სტატიაში„გირჩი“ მეორე ტურში მონაწილეობის პირობებს ასახელებს
შემდეგი სტატიახუსკივაძე: ოცნების ამომრჩევლებს რეგისტრაციის პროცესს უმარტივებენ, სხვებთან წელავენ