ხულოში ცენტრალური გზა ჩაინგრა და ტრაილერი ჩავარდა

“ბათუმელების” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ხულოში, სოფელ ტაბახმელაში ცენტრალური გზის ნაწილი ჩაინგრა და ტრაილერი ჩავარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მოსახლეობა ტრაილერის ამოყვანას ცდილობს. გადაკეტილია ცენტრალური გზის ნაწილი.

ადგილობრივების თქმით, გზის ქვეშ წყალი გადის და სავარაუდოდ ამან გამოიწვია გზის ჩანგრევა.

banner
წინა სტატიაშისევეროდონეცკს ჰუმანიტარული კატასტროფა ელოდება – გაიდაი
შემდეგი სტატიაყაზახეთი დსთ-ს ტოვებს