სევეროდონეცკს ჰუმანიტარული კატასტროფა ელოდება – გაიდაი

ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა – აცხადებს ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი.

მისი თქმით, ქალაქში არ არის წყალი, გაზი, ელექტროენერგია. თებერვლის შემდეგ, მასიური დაბომბვებისას განადგურდა საჭირო ინფრასტრუქტურა და აქტიური საომარი მოქმედებების გამო, შეკეთებაც შეუძლებელია. დიდ პრობლემაა ქალაქის საკანალიზაციო სისტემებთან დაკავშირებითაც,

“არ მუშაობს კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობები, ასევე სატუმბი სადგურები. კანალიზაცია გროვდება. ამას დაუმატეთ ჰაერის ტემპერატურა, ასევე ცხედრების სუნი – მათი, ვინც ეზოებში დამარხეს და ბევრი რჩება ბინებსა და სადარბაზოებში…სევეროდონეცკს ჰუმანიტარული კატასტროფა ელოდება“, – თქვა გაიდაიმ.

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სევეროდონეცკი 25 ივნისს სრულად აიღეს.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია – დეპოლარიზაციისთვის ყველაზე ეფექტური ნაბიჯი საარჩევნო ბარიერის დაწევაა
შემდეგი სტატიახულოში ცენტრალური გზა ჩაინგრა და ტრაილერი ჩავარდა