ხუხაშვილი: “ოცნებას” ამნისტიის ლობირება საკუთარი დანაშაულის დასაფარად ჭირდებოდა

“ქართული ოცნების მხრიდან ამნისტიის ლობირება ნიშნავს, რომ ამნისტია მათ საკუთარი დანაშაულის დასაფარად ჭირდებოდათ”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.

“პოლიტიკური შეთანხმების ენდშპილი ასე გამოიყურება:

1. ქართული ოცნების მხრიდან ამნისტიის ლობირება ნიშნავს, რომ ამნისტია მათ საკუთარი დანაშაულის დასაფარად ჭირდებოდათ და არა მელიას გასათავისუფლებლად.

2. ხელმომწერი ოპოზიციის მხრიდან რაიმე კომპრომისზე წასვლა ისეთ საქმეებზე, სადაც დაზარალებული არსებობს პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი იქნება.

3. მელია ახლა მორალურად აბსოლუტურად გამართულია. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პარტია, ვერავინ გაიშვერს მისკენ ხელს, რომ რაიმე მორალური კომპრომისი დაუშვა.

დაველოდოთ…”, – წერს ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია ოპოზიციას: არ დაუჭიროთ მხარი ამნისტიას და არ გახდეთ ჯალათების პატიების მონაწილეები
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე: ხვალ ამნისტიის კანონის დარეგისტრირება, დიდი ალბათობით, არ მოხდება