ბადრი ჯაფარიძე: ხვალ ამნისტიის კანონის დარეგისტრირება, დიდი ალბათობით, არ მოხდება

“ხვალ ჩვენ დავრეგისტრირდებით პარლამენტში იმისათვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებით, რომ ერთმა ადამინმა დატოვოს საპატიმრო. ამის შემდეგ გავაგრძელებთ კონსულტაციების ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ვნახოთ არსებობს თუ არა შეჯერების შესაძლებლობა. მაგრამ ხვალ კანონის დარეგისტრირება, დიდი ალბათობით, არ მოხდება”, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი: “ოცნებას” ამნისტიის ლობირება საკუთარი დანაშაულის დასაფარად ჭირდებოდა
შემდეგი სტატიასამადაშვილი: ოპოზიცია ხვალ დარეგისტრირდება პარლამენტში, შედეგად, გადაიდგმება ნაბიჯი რურუას შეწყალების სახით