ხოშტარია ოპოზიციას: არ დაუჭიროთ მხარი ამნისტიას და არ გახდეთ ჯალათების პატიების მონაწილეები

“არ დაუჭიროთ მხარი ამნისტიას და არ გახდეთ ჯალათების პატიების მონაწილეები”, – ასე მიმართავს “მთავარი არხის” ეთერში მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარიას ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა.

“მე მთელი ეს პერიოდი თითი არავისკენ გამიშვერია, მაგრამ დღეს თავს ვალდებულად ვთვლი მოვუწოდო ოპოზიციას და შევახსენო, რომ ხვალინდელი დღე არის სერიოზული ტვირთი, რასაც ისინი იღებენ ქვეყნის წინაშე, დაზარალებულების წინაშე და პოლიტპატიმრების წინაშე, თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ. ამიტომ, სჯობს გაიჭირვონ. მე არ მემემეტებიან ჩემი მეგობრები და ვიცი, რომ დღეს ცუდ მდგომარეობაში არიან. არ აქვს მნიშვნელობა როგორ მოხვდნენ იქ. არ მემემეტებიან იმისათვის, რომ ხმა მისცენ ასეთი ტიპის დოკუმენტს.

ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ არ გახდნენ ამ ჯალათების პატიების მონაწილეები. მით უმეტეს მელიამ მისცა მათ ამის შანსი, გადადგა ნაბიჯი და სივრცე შექმნა ამისთვის. მივიდნენ პარტნიორებთან და არ შევიდნენ ამ პროცესში. ამაში ყველა გვერდში დაუდგება და რატომ ჩავარდნენ ამ მდგომარეობაში, დამნაშავის ძიებას არავინ არ აპირებს. ერთიანები ვიქნებით იმისათვის, რომ ამ მდგომარეობიდან ვიპოვოთ გამოსავალი და 20 ივნისის ასე დასრულება არ მოხდეს ჩვენ ქვეყანაში”, – განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაში,,მეტრო ლოგისტიკსი“ ლოგისტიკის აკადემიაში მსმენელების მიღებას იწყებს
შემდეგი სტატიახუხაშვილი: “ოცნებას” ამნისტიის ლობირება საკუთარი დანაშაულის დასაფარად ჭირდებოდა