ხუხაშვილი: ამ ხალხმა აჩვენა ყველა ის თვისება, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

“მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის მომავლისთვის ნამახვან ჰესის პროექტთან დაკავშირებით 23 მაისს დაგეგმილი აქცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური ელიტის გაუთავებელი გარჩევები და “აბსოლუტური ჭეშმარიტების” ტელეეკრანებიდან დემონსტრირება ხალხთან, როგორც ძალაუფლების წყაროსთან, ჩატეხილი ხიდის პირობებში.

ამ ხალხმა აჩვენა ყველა ის თვისება, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის – პატრიოტიზმი, სიბრძნე, სიდინჯე, სიყვარული. არ დანებდა და არ გაიყიდა, თავი არ გამოაყენებინა და არ წამოეგო.
იყო მომენტი, როცა ვიფიქრე, რომ დამთავრდა.

ვცდებოდი.

მათ აქვთ კითხვები, რომელზეც ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი ნებით, თუ იძულებით…”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთის გენერალური პროკურორი გადადგა, მან ზეწოლაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაგერმანიაში ვაქცინირებულებიდან კოვიდ-19-ით 0,16% დაავადდა