გერმანიაში ვაქცინირებულებიდან კოვიდ-19-ით 0,16% დაავადდა

კოვიდ 19 გერმანია

გერმანიის ვაქცინირებული მოსახლეობის 0,16% დაავადდა კორონავირუსით – ამის შესახებ ინფორმაცია, 14 მაისს, პარასკევს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სულ გერმანიაში აცრილია 36 მილიონი ადამიანი, კორონავირუსის ტესტზე დადებითი შედეგები მოგვიანებით 57 146 ადამიანს აღმოაჩნდა, ანუ, 0,158%-ს.

მათგან მხოლოდ ერთხელ აცრილი იყო 44 059 პირი ანუ 77%, 13 087 კი – ორჯერ. ამ მონაცემების გამოქვეყნებისას ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ უცნობია სრულად ვაქცინირებულებში დაავადება მეორე დოზის გაკეთების შემდეგ დაიწყო, თუ პირველი და მეორე აცრის შუალედში.

44 059 ადამიანიდან, რომლთაც პირველი დოზა ვაქცინის მიღების შემდეგ შეეყარათ კოვიდ-19, ავად გახდა 28 270 პირი, მათგან 4562 (10%) საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ორჯერ აცრილი პაციენტებიდან ავად გახდა 4999 (38%) ადამიანი, საავადმყოფოში გადაიყვანეს 1659 (13%), გარდაიცვალა 662 (5,1%) – გერმანული “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი: ამ ხალხმა აჩვენა ყველა ის თვისება, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის
შემდეგი სტატიაოხანაშვილი: არანაირი ფასი აღარ აქვს, “ენმ” შემოვა თუ არა პარლამენტში