ჩეხეთის გენერალური პროკურორი გადადგა, მან ზეწოლაზე ისაუბრა

ჩეხეთის პროკურორი გადადგა

ჩეხეთის გენერალური პროკურორი პაველ ზემანი თანამდებობაზე ყოფნის ათი წლის შემდეგ გადადგა. მან ამის მიზეზად იუსტიციის მინისტრის, მარი ბენეშოვას მხრიდან ზეწოლა დაასახელა.

“ზეწოლა საკმაოდ ძლიერია. მე არ ვარ იმათგანი, ამისი რომ ეშინია, მაგრამ როცა დრო მსგავს დავებზე იხარჯება, ასეთი სამუშაოსგან, ჩემი აზრით, სარგებლი არ არის”, – განაცხადა ზემანმა. მას არ დაუკონკრეტებია ზეწოლა კონკრეტულად რას უკავშირდებოდა. ზემანის თქმით, მინისტრი გადადგომის თაობაზე არ გაუფრთხილებია.

გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ის უფრო ადრე გეგმავდა თანამდებობის დატოვებას, მაგრამ ვრბეტიცაში მომხდარი აფეთქების გაგრძელებული გამოძიების გამო შეყოვნდა. ახლა, როცა გამოძიების დეტალები ცნობილია, ზემანი მასზე არ დარდობს.

პაველ ზემანი თანამდებობას 30 ივნისს დატოვებს და უწყებაში ჩვეულებრივი პროკურორის პოსტზე დარჩება. მან იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურა იგივენაირად განაგრძობს მუშაობას, როგორც მისი ხელმძღვანელობის დროს.

თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრმა ბენეშოვამ განაცხადა, რომ პაველ ზემანს ერთ თვეზე მეტია არ შეხვედრია და მისთვის საინტერესო იქნებოდა გაეგო, რა ზეწოლაზე საუბრობს ის.

banner
წინა სტატიაშიბოკერია პარლამენტში შესვლაზე: კიდევ გვექნება მსჯელობა
შემდეგი სტატიახუხაშვილი: ამ ხალხმა აჩვენა ყველა ის თვისება, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის