,,ყოველი ჭეშმარიტი ქართველის ვალია თავისი წვლილი შეიტანოს ამ ფონდის გაძლიერებაში”-რას წერდა ზვიად გამსახურდია

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ანაკლიაში, შელიების სახლში რელიქვიად ინახება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წერილი,რომელიც მან ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონის აღორძინების ფონდს გამოუგზავნა. ქვეყნის პრეზიდენტმა ეს წერილი,გროზნოში დევნილობის დროს დაწერა. ამის შესახებ ფონდის მთავარი ბუღალტრის შვილმა დათა შელიამ განაცხადა.

„მოგეხსენებათ,მაშინ რა პერიოდი იყო სამეგრელოში. მხედრიონის თარეშის შემდეგ შეიქმნა ეს ფონდი,რომელსაც ჰყავდა გარკვეული შემომწირველები.მამა,მიტო შელია მთავარ ბუღალტრად მუშაობდა ამ ფონდში. ეროვნული მთავრობის დამხობა ჩვენს ოჯახსაც შეეხო ბუნებრივია,ჩვენ დავტოვეთ საქართველო მშობლებთან და ჩემს ძმასთან ერთად. მამამაც დაცალა ფონდის ოთახი,მას უკვე შევარდნაძის მთავრობის წარმომადგენლები თხოვდნენ დაესახელებინა ფონდის შემომწირველები,რაზედაც მან კატეგორიული უარი განაცხადა. იმ პერიოდში განსაკუთრებული სიდუხჭირე იყო აქ და ეს ფონდი გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა.სადაც მივდიოდით ეს წერილი ჩვენს ოჯახს თან მიჰქონდა,დიდი პატივია ჩვენთვის,რომ გვაქვს ეს წერილი “,- ამბობს დათა შელია.

ზვიად გამსახურდიას გამოგზავნილ წერილში კი ვკითხულობთ: „მივესალმები სამეგრელოს რეგიონის აღორძინების ფონდის შექმნას ზუგდიდში. ეს კეთილი წამოწყება უთუოდ დიდი სტიმული იქნება მძიმე ეკონომიკური კრიზისისა და ხუნტის მიერ გაჩაღებული სამოქალაქო ომის პირობებში,მას მხოლოდ ჩვენი კუთხისთვის როდი აქვს მნიშვნელობა,არამედ სრულიად საქართველოსთვის. ყოველი ჭეშმარიტი ქართველის ვალია თავისი წვლილი შეიტანოს ამ ფონდის გაძლიერებაში“.

საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

1993 წლის

9 ივნისი.

 

banner
წინა სტატიაშირეზო ჩარკვიანი – თანამედროვე სახელმწიფოს შესაქმნელად აუცილებელი პირობაა ახალგაზრდების ჩართულობა ყველა სფეროში
შემდეგი სტატიააჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა – ფაილის ავთენტურობა დადგენილი არ არის