რეზო ჩარკვიანი – თანამედროვე სახელმწიფოს შესაქმნელად აუცილებელი პირობაა ახალგაზრდების ჩართულობა ყველა სფეროში

ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებები ძირითადად იქნება სამი, ეს არის ახალგაზრდული ეკონომიკის, არაფორმალური და ფორმალური განათლების მიმართულება, სპორტისა და კულტურის მიმართულება, – ამის შესახებ ახალგაზრდობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის კონსულტანტმა რეზო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც რეზო ჩარკვიანმა აღნიშნა, სამივე მიმართულებით შეიქმნება სტრატეგიები და კონკრეტული პროექტები.

„ჩემი და პრემიერ-მინისტრის საერთო ხევდაა, რომ თუ გვინდა თანამედროვე სახელმწიფო შევქმნათ, ლიბერალური, დემოკრატიული ქვეყანა, ღია საზოგადოებით, ამისთვის აუცილებელი პირობაა ახალგაზრდების, მილენიარული თაობის ჩართულობა ყველა ამ სფეროში. ყველა სფეროს განვითარება აუცილებლად ახალგაზრდების ანუ მილენიარული ხედვით ჩართულობით უნდა მოხდეს. შეიქმნება არა ზემოდან ქვემოთ, არამედ თავად მილენიელების მიერ, როგორც სტრატეგიები, ასევე კონკრეტული პროექტები. მთავარი არის ხედვა და გრძელვადიანი სტრატეგიები, რისი დეფიციტიც არის ქვეყანაში“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმის ნომერ მესამე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა რამდენიმე პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა
შემდეგი სტატია,,ყოველი ჭეშმარიტი ქართველის ვალია თავისი წვლილი შეიტანოს ამ ფონდის გაძლიერებაში”-რას წერდა ზვიად გამსახურდია