აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა – ფაილის ავთენტურობა დადგენილი არ არის

ტელეკომპანია ”პირველი” ფარულს აუდიო ჩანაწერებს ავრცელებს, რომელშიც, სავარაუდოდ, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ფიგურირებს. ჩანაწერის მიხედვით, დიალოგი უცნობ პირთან მიმდინარეობს.

სავარაუდოდ, არჩილ ხაბაძე რეგიონში ”ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების გავლენაზე ყვება, ახსენებს აჭარის მთავრობის ასევე ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს, ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს და ბიძინა ივანიშვილს.

რეგიონის ყოფილი მმართველი, ჩანაწერში ყვება, თუ რატომ დაატოვებინეს თანამდებობა. ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას ბათუმში პოლიტიკური რეიტინგი დაუწუნა.

უცნობი: მერე ეგ ბიძინამ არ იცის ყველაფერი, თუ არ ეუბნებოდი?

არჩილ ხაბაძე: ხო ბიძინასთან, რომ დამდგარიყო საკითხი, ვიტყოდი აბა არ ვიტყოდი. არ დამდგარა. იქამდე, ვერ-არ აჰქონდათ, მერე გიორგისთან თქვეს, ჩვენ რომ აჭარა რომ მოვიგოთ ხაბაძის რეიტინგი დაბალიაო. მაგრამ ბიძინას, რომ ველაპარაკე ვკითხე ბათუმში რატომ მაქვს დაბალი და ქობულეთში ნორმალური, ზედა რეგიონებში ძაან მაღალი, იმიტომ რომ ერმაკოვი (ავტ: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი) შემოგვტენეს, არ მემორჩილება აკეთებს მისებურად და…

უცნობი: ერმაკოვს კიდევ მილიონები აქვს გადარიცხული

ხაბაძე: მე ვუთხარი აბა რა რეალობა სახეზეა. აბა ზედა რაიონებში, ხელვაჩაურში და ქობულეთში ნორმალურია, მაინც საქმე კეთდებოდა ახლა და ნუ ბათუმშიო? ბათუმი მთავარიაო და ეს იყო მიზეზი. ბიძინას, რომ ველაპარაკე ეფექტურობა უნდა გავზარდო აჭარაშიო, მერე დაემთხვა ეს ბულვარის თემაც და… დეპუტატები ისე ამბობდნენ, რომ პრემიერს უნდა ვუთხრათო, ერთმა დეპუტატმა მითხრა და ეტყობა იგიც, არაა გამორიცხული ამის ნაჩალიჩარი იყოს.

უცნობი: ვისი?

არჩილი: პატარაძის, მისი უკანა ფლაგების.

ეს არის ნაწყვეტი აუდიოჩანაწერიდან, რომელიც ტელეკომპანია ”პირველმა”, ამ ეტაპზე გაასაჯაროვა.

banner
წინა სტატიაში,,ყოველი ჭეშმარიტი ქართველის ვალია თავისი წვლილი შეიტანოს ამ ფონდის გაძლიერებაში”-რას წერდა ზვიად გამსახურდია
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – დასტურდება, რომ საარჩევნო კამპანიის დროს „რუსთავი 2“-სა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ზღვარი წაშლილი იყო