ხოშტარია: პროკურატურა და სასამართლო მსჯელობენ კანონიერია თუ არა, რომ გომურს არ აქვს თვალი

region
ავტ.: region ოქტომბერი 30, 2019 17:29

ხოშტარია: პროკურატურა და სასამართლო მსჯელობენ კანონიერია თუ არა, რომ გომურს არ აქვს თვალი

“არ არსებობს კანონი, რომელიც ამბობს, რომ სანამ არ იპოვი კონკრეტულად ვინ ამოთხარა თვალი ადამიან, მანამდე არ შეგიძლია ცნო დაზარალებულად,” – ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ მოქმედი კანონმდებლობით მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი ვერ მიენიჭება. ხოშტარია ამბობს, რომ თადუმაძე იტყუება.

“პირიქით, არსებობს კანონი, რომელიც ამბობს, რომ როდესაც ასეთი ხილული ზიანი არის მიყენებული, აუცილებლად უნდა მიანიჭო დაზარალებულის სტატუსი, ამას ითხოვს კანონი. მან პარლამენტში მოიტყუა, სანამ არ ვიპოვით იმას ვინც ეს გააკეთაო, მანამდე ვერ იქნება დაზარალებულად ცნობილიო,” – ამბობს ხოშტარია ტვ პირველთან საუბრისას.

ხოშტარიას თქმით, პროკურატურა და სასამართლო მსჯელობენ იმაზე, დანაშაულია თუ კანონიერია, რომ მაკო გომურს არ აქვს თვალი.

“შალვა თადუმაძე თავისი პოზიციით და სასტიკი ცინიკური, უკანონო და ტყუილისშემცველი განცხადებებით მოახერხა და თავისი ინიციატივით ჩაეწერა ჯალათების სიაში. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია გახარია, ივანიშვილი, მაგრამ თადუმაძემ მოინდომა, რომ ამ რანგში გაიყვანოს საკუთარი თავი ამ სისასტიკით,” – ამბობს ხოშტარია.

20 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებულ მაკო გომურს და სხვა პირებს დაზარალებულის სტატუსზე პროკურატურის შემდეგ უარი სასამართლომაც უთხრა. გადაწყვეტილება ამის შესახებ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 28 ოქტომბერს მიიღო.

როგორც მოგვიანებით სასამართლომ განმარტა “აუცილებელია საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს ზიანი.”

დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა 16 პირს ეხებოდა. აქედან 8 ჟურნალისტია.

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე – ეს ინფორმაცია ახალგაზრდა იურუსტთა ასოციაციამ 7 ოქტომბერს გაავრცელა.

კერძოდ, აქციის ძალადობრივად დაშლიდან ოთხი თვის შემდეგ, დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილე, რომელთა შორის მაკო გომური არ არის. მან 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა.

region
ავტ.: region ოქტომბერი 30, 2019 17:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,266
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics