ხოშტარია: ხელმოწერას არ ვაპირებთ, გაურკვეველია პოლიტპატიმრების და არჩევნების საკითხი

მოძრაობა “დროას” ლიდერის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებენ, ვინაიდან მასში გაურკვეველია პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების შესახებ საკითხები.

“თუ არ იქნება რეალური კრიზისიდან გამოსავლის დოკუმენტი, უბრალოდ ხელმოწერისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ ვინმესთან ქულა ჩავიწეროთ, ჩვენ ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტში აბსოლუტურად გაურკვეველი არის პოლიტპატიმრების საკითხი, რურუა-მელიას საკითხი და არჩევნებზეც ვანხეთ რას გვეუბნება ქართული ოცნება, რომ 40%-მა გადაწყვიტოს 60%-ის წინააღმდეგო. უმრავლესობის და უმცირესობის ცნებას ცვლიან”, – თქვა ხოშტარიამ “ფორმულას” ერთერში.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ქართული ოცნება მზად არის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს.

არჩილ თალაკვაძემ ასევე თქვა, რომ “ქართული ოცნება” შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე: თუ თვითმმართველობაზე 40% ვერ ავიღეთ, არჩევნებზე ოპოზიციის მოთხოვნას განვიხილავთ
შემდეგი სტატიადეკანოიძე: ამ ფორმულირებით დოკუმენტზე ხელმოწერას გამოვრიცხავთ