თალაკვაძე: თუ თვითმმართველობაზე 40% ვერ ავიღეთ, არჩევნებზე ოპოზიციის მოთხოვნას განვიხილავთ

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” მზად არის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს.

“გამოვხატავთ მზადყოფნას კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ სახის შენარჩუნება მოახერხოს. ქართული ოცნება ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს”, – ამბობს თალაკვაძე.

კითხვაზე, რას ნიშნავს 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს – “თუ მმართველი პარტია ვერ მიიღებს 40%-ს თვითმმართველობის არჩევნებში, ამ შემთხვევაში განვიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნებს არჩევნებთან დაკავშირებით”.

პარალამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ასევე თქვა, რომ ქართული ოცნება შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნება კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს
შემდეგი სტატიახოშტარია: ხელმოწერას არ ვაპირებთ, გაურკვეველია პოლიტპატიმრების და არჩევნების საკითხი