დეკანოიძე: ამ ფორმულირებით დოკუმენტზე ხელმოწერას გამოვრიცხავთ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, არსებული ფორმულირებით ენმ გამორიცხავს კრისტიან დანიელსონის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე ხელმოწერას.

“ჩვენ ძალიან მკაცრად და მკაფიოდ გვაქვს დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია, ვგულისხმობ ერთიანი ნაციონალური მოძრობის პოზიციას. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პოზიცია აქვს უმრავლეს პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ გავაგზავნეთ წერილი საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, სადაც მკაფიოდ ვთქვით, რომ იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტში არ იქნება გასაგებად ჩამოყალიბებული პოლიტპატიმრების თემა, რომ მელია და რურუა უნდა გათავისუფლდნენ და ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, ჩვენ არ განვიხილავთ ვადამდელი არჩევნების მიბმას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამ ფორმულირებით [ხელმოწერას] გამოვრიცხავ”, – თქვა დეკანოიძემ “ფორმულას” ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, “ქართული ოცნება” მზად არის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს.

არჩილ თალაკვაძემ ასევე თქვა, რომ “ქართული ოცნება” შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: ხელმოწერას არ ვაპირებთ, გაურკვეველია პოლიტპატიმრების და არჩევნების საკითხი
შემდეგი სტატიავაშაძე: პირდაპირ გეუბნებით, ამ დოკუმენტს არ ექნება ჩემი ხელმოწერა