ხმის მიცემის დროს ფრანსუა ოლანდი დამწუხრებული იყო

Names of 2017 French presidential election candidates are seen printed during the first round of 2017 French presidential election in Paris, France, April 23, 2017. REUTERS/Regis Duvignau

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა აღიარა, რომ ის დამწუხრებულია იმის გამო, რომ დღეს საფრანგეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე მონაწილეობას არ იღებს როგორც კანდიდატი. “ყოველთვის არის სევდა, როცა არჩევნები მიმდინარეობს. განსაკუთრებით მაშინ, როცა შენ არ ხარ ბიულეტენში. ეს სინამდვილეა” – თქვა საფრანგეთის ლიდერმა. ოლანდმა ხმა ქალაქ ტულის საარჩევნო უბანში მისცა. 2001-2008 წლებში ის ამ ქალაქის მერი იყო. მედია აღნიშნავს, რომ ოლანდს აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

“არ უნდა იცხოვრო ნოსტალგიით, ყოველთვის იმედით და სურვილებით სავსე უნდა იყო” – დაამატა ფრანსუა ოლანდმა.
დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის არჩევნებში 12.00 საათისთვის ამომრჩევლების აქტიურობა 28,54%-ია
შემდეგი სტატიატრამპმა დაადასტურა, რომ ჟურნალისტების სადილს არ დაესწრება