საფრანგეთის არჩევნებში 12.00 საათისთვის ამომრჩევლების აქტიურობა 28,54%-ია

Emmanuel Macron (L), head of the political movement En Marche !, or Onwards !, and candidate for the 2017 French presidential election, casts his ballot in the first round of 2017 French presidential election at a polling station in Le Touquet, northern France, April 23, 2017. REUTERS/Philippe Wojazer

14.00 (ადგილობრივი დროით 12.00) საათისათვის გამოქვეყნებული პირველი შედეგებით, საფრანგეთის არჩვენებში ამომრჩეველთა აქტიურობამ 28,54% შეადგინა – ამის შესახებ Reuters-ი საფრანგეთის შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე წერს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2012 წლის არჩევნებზე იმავე საათისთვის აქტიურობა 28,29% იყო, 2007 წელს – 31,21%, 2002 წელს კი – 21,40%.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, რომ ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან საეჭვო მანქანის გამო ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები უსაფრთხოების გაზრდილი ზომების ფონზე მიმდინარეობს, რომელიც ხუთშაბათს ელისეის მინდვრებზე პოლიციელზე თავდასხმის გამო შემოიღეს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან საეჭვო მანქანის გამო ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიახმის მიცემის დროს ფრანსუა ოლანდი დამწუხრებული იყო