ტრამპმა დაადასტურა, რომ ჟურნალისტების სადილს არ დაესწრება

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “ტვიტერის” მიკლობლოგზე დაწერა, რომ მომავალ შაბათს “პენსილვანიაში დიდ შეკრებას ატარებს”, ამდაგვარად, მან ირიბად დაადასტურა უარი მონაწილეობა მიიღოს თეთრ სახლში დაგეგმილ ჟურნალისტთა ასოციაციის სადილზე, რომელსაც ახლადარჩეული პრეზიხენტის 100 დღის აღსანიშნავად ტრადიციულად მართავენ.
26 თებერვალს ტრამპმა თქვა, რომ ის ასოციაციის სადილს არ დაესწრება, მაგრამ, ამის მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა, რამდენიმე დღით ადრე NBC-ს, ABC-ს, CBS-ს, CNN-სა და გაზეთ The New York Times-სს ამერიკელი ხალხის მტერი უწოდა.
12 აპრილს ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის წარმატებები პირველი 100 დღის მანძილზე, ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო იყო.

banner
წინა სტატიაშიხმის მიცემის დროს ფრანსუა ოლანდი დამწუხრებული იყო
შემდეგი სტატია„საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია“