ხმელთაშუა ზღვაში გემის გატაცება: მიგრანტ-მოზარდებს ბრალი წაუყენეს

მალტაში სამ მიგრანტ-მოზარდს ნავთობმზიდი გემის გატაცებაში წაუყენეს ბრალი, რაც მალტის კანონებით, ტერორისტულ აქტად ითვლება – “ბიბისი” წერს. ტანკერმა Elhiblu 27 მარტს ლიბიის ნაპირებზე 108 მიგრანტი გადაარჩინა და ისინი უკან, ლიბიაში გადაყავდა. როგორც კი მიგრანტებმა გაიგეს, რომ უკან აბრუნდბდნენ, გემის გუნდი აიძულეს ევროპისკენ შეეცვალათ გეზი. სიტუაციაში მალტის შეიარაღებული ძალები ჩაერივნენ.
ეჭვმიტანილები 19, 15 და 16 წლის არიან. ორი წარმოშობით გვინეადან არის, ერთი – კოტ-დიუვარიდან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილი მე არ ჩამომიყვანია საქართველოში
შემდეგი სტატიალონდონში მშობლებიც საკუთარი შვილების რეპეტიტორებთან დადიან