ხმაური რკინის ბარიკადებით გაყოფილ რიონის ხეობაში – დაკავებულია 3 ადამინი

რიონის ხეობაში ცოტა ხნის წინ ვითარება ისევ დაიძაბა. იქ, სადაც პოლიციამ რკინის ბარიკადები აღმართა და ხეობა ორად გაყო, სამი ადამიანი დააკავეს, რადგან ისინი სწორედ ამ ჯებირებს აპროტესტებდნენ. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას გზა გადაუკეტა და მხოლოდ ერთი კომპანიის ინტერესებს იცავს.

რიონის ხეობის მცველებს გაფრთხილება დღეს პოლიციის უფროსმაც მისცა და უთხრა, რომ თუ არ შეწყვეტდნენ რკინის კედელზე ბრახუნს, შესაბამის

ეს გაუთავებელი ბრახუნი არის აგრესია, მოგიწოდებთ ეს ბრახუნი შეწვყვიტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ზომებს, მოთმინებით ვეკიდებით დილიდან, მაგრამ არ დამთავრდა – მიმართა თამაზაშვილმა აქციის მონაწილეებს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგიორგი ხოჯევანიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი გახარიას უკან ბიძინა ივანიშვილი დგას
შემდეგი სტატიათალაკვაძე – კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით