თალაკვაძე – კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მაშინ როდესაც კონსოლიდაცია, ერთობლივი გადაწყვეტილებები, როდესაც ერთად მუშაობა იყო ყველაზე საჭირო, გიორგი გახარიამ დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა.

„როგორც პარლამენტის სპიკერი, მადლიერი ვარ და ვაფასებ იმ დამოკიდებულებას, რომ დეპუტატებმა წინაწარ შემატყობინეს მათი გადაწყვეტილება. რაც შეეხება გიორგი გახარიას და მასთან კონკურენციას, ეს ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე, რა პარტიას შექმნის, ვინ იქნება მის გუნდში და რა პოლიტიკურ პლატფორმას აირჩევენ ისინი. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხები იქნება გასაცემი. ვფიქრობ, მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება, რომელმაც უარი თქვა, ყოფილიყო პარლამენტში, აირჩია ქუჩა. ქუჩის პროექტი არის გაკოტრებული, რადგან საზოგადოება ამას მხარს არ უჭერს. პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს ადგილს, ამ ადგილს იკავებს სხვა, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია, ამას გვიჩვენებს შემდეგი პროცესი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიხმაური რკინის ბარიკადებით გაყოფილ რიონის ხეობაში – დაკავებულია 3 ადამინი
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი – „ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია, მიმდინარეობს რღვევის პროცესი