ყიზილაჯლოში დაკავებულ ექვსივე პირს პატიმრობა შეეფარდათ

სოფელ ყიზილაჯლოში 48-ე საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებული 6 პირის სასამართლო პროცესი დასრულდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ექვსივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ დღეს დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდება მოითხოვა. თუმცა მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა არ გაითვალისწინა. მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სპეცოპერაცია გუშინ ჩატარდა, დაკავებულებს ბრალად ედებათ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

მომდევნო სასამართლო პროცესი 6 დეკემბერს ჩაინიშნა.

banner
წინა სტატიაშირუსთავის სასამართლოსთან შეკრებილები მარნეულის გამგებლის დაკითხვას მოითხოვენ
შემდეგი სტატიაცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვის პროცესი დაასრულა