რუსთავის სასამართლოსთან შეკრებილები მარნეულის გამგებლის დაკითხვას მოითხოვენ

მარნეულის გამგებლის დაკითხვას მოითხოვენ ,,ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და აქციის მონწილეები. მათი განცხადებით, ინციდენტის დაწყებისას გამგებელი სწორედ სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი კი ნაციონალური მოძრაობის პოზიციას პროვოკაციად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ის მზად არის კითხვებზე პასუხი გასცეს.

“ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გაკეთებული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და ყოველთვის არის პროვოკაციული ქმედებებისკენ მიმართული. როგორ შეიძლება, რომ ყოფილიყვნენ ოცნების წევრები ჩართული აღნიშნულ ქმედებებში, როდესაც რის ვიდეომასალა სადაც სკანდირებენ მიშა მიშას, მოუწოდებენ ხალხს შეკრებისკენ და პროვოკაციებისკენ. მე ნებისმიერ დროს მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან თუ კი ამის საჭიროება იქნება,“ – განაცხადა თოფჩიშვილმა.

ამ დროისთვის ექვსი დაკავებული ახალგაზრდის სასამართლო პროცესზე განაჩენის გამოცხადებას ელიან.

banner
წინა სტატიაშიახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაყიზილაჯლოში დაკავებულ ექვსივე პირს პატიმრობა შეეფარდათ