ყირიმის ხიდის აფეთქებამდე სატვირთო მანქანა ბულგარეთში, საქართველოსა და სომხეთში იმყოფებოდა – რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი

„ჩვენ უკვე დავადგინეთ სატვირთო მანქანის მარშრუტი. ესენია: ბულგარეთი, საქართველო, სომხეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, კრასნოდარი. გადამზიდველები იდენტიფიცირებულია. „ეფესბეს“ ოპერატიული თანამშრომლების დახმარებით მოვახერხეთ ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება. მათ შორის, ვისაც შეეძლო ტერორისტული თავდასხმის მომზადება“, – ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ბასტრიკინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

“დღეს გამოძიების საწყისი ეტაპის ყველა მონაცემი გვაძლევს საშუალებას გამოვიტანოთ ცალსახა დასკვნა – ეს არის ტერორისტული აქტი, რომელიც მომზადდა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ და ამ ტერაქტის მიზანი იყო დიდი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტის განადგურება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციისთვის, განსაკუთრებით ყირიმში“, – განაცხადა მან.

რუსულმა მხარემ შესაბამისი რუკაც გაავრცელა

 

https://youtu.be/qE_rYoE0Kwg

 

 

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: თქვენდამი ჩემი სიყვარული აუცილებლად გადამარჩენს!
შემდეგი სტატიარუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს