სააკაშვილი: თქვენდამი ჩემი სიყვარული აუცილებლად გადამარჩენს!

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სოციალურ ქსელში ვრცელდება მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელშიც ის მადლობას უხდის მის გულშემატკივრებს.

„მე ვიცი, რომ უსაზღვროდ ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობს საქართველოშიც, უკრაინაშიც და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ამისთვის უზომოდ მადლობელი ვარ.

მინდა, იცოდეთ, რომ ყველა შინაგანი ძალის მობილიზაციით ვიბრძვი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. თქვენი სოლიდარობა მმატებს მხნეობას და სულიერ სიმტკიცეს. როგორ სუსტადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვფიქრობ თქვენზე.

თქვენდამი ჩემი სიყვარული აუცილებლად გადამარჩენს! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უსაზღვრო რწმენის თქვენი,ღვთის და უკრაინის გამარჯვების! თქვენი მიშა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბირთვული ომის ალბათობა იზრდება – ილონ მასკი
შემდეგი სტატიაყირიმის ხიდის აფეთქებამდე სატვირთო მანქანა ბულგარეთში, საქართველოსა და სომხეთში იმყოფებოდა – რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი