ყირგიზეთის პრეზიდენტი: ბევრი რამ ვისწავლეთ საქართველოსგან

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა განაცხადა, ყირგიზეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

ქართველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ატამბაევმა განაცხადა, რომ ის დემოკრატიული ცვლილებები და ღირებულებები, რომლებიც საქართველომ გაიარა ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანია ყირგიზეთისათვის, რომელიც თავის მხრივ, უკვე 25 წელია, აშენებს დამოუკიდებელ სახელმწიფოს.
]
“პატივცემულო პრეზიდენტო, უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება საქართველოს პრეზიდენტისადმი მოწვევისათვის.

მე მინდა, მადლობა გითხრათ ჩემი და ჩემი დელეგაციის გულწრფელი მიღებისათვის და მოგილოცოთ მცხეთობის დღესასწაული, გისურვოთ მშვიდობა და წარმატება. ის დემოკრატიული ცვლილებები და ღირებულებები, რომლებიც საქართველომ გაიარა ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანია ყირგიზეთისათვის, რომელიც თავის მხრივ, უკვე 25 წელია, აშენებს დამოუკიდებელ სახელმწიფოს.
ყირგიზეთმა ორჯერ გაიარა სერიოზული გამოცდა და ამ რყევებმა გავლენა იქონია ჩვენს ქვეყანაზე, მაგრამ დღეს, ჩვენ ვამკვიდრებთ დემოკრატიულ ღირებულებებს, მაგრამ უკვე საპარლამენტო და საპრეზიდენტო რესპუბლიკის ფარგლებში. ჩვენ მზად ვართ, შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს საპარლამენტო სისტემა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება დეკემბერში.
დღეს, ჩვენი დღის წესრიგი მოიცავდა ყველაზე მრავალფეროვან საკითხებს და განვიხილავდით ძალზედ გულწრფელად და მეგობრულ ატმოსფეროში.

ჩვენ გულწრფელად ვისაუბრეთ ბატონ მარგველაშვილთან. ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები. დღევანდელი ტვირთბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ შეხვედრის დროს, დღეს და გუშინ, ჩვენ აგრეთვე განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივები, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების რეფორმა, აგრეთვე, ტურისტული პოტენციალის გაზრდა, ერთობლივი საწარმოების ჩამოყალიბება, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა და ასევე, სხვა სფეროებში შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

მე ვფიქრობ, რომ ყირგიზეთმა ბევრი რამ შეიძლება, ისწავლოს საქართველოსგან, ბევრი მიმართულებით და მე აქ მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს ქვეყანას, რადგან თქვენი სახელმწიფო ორგანოები საჯარო რეესტრი, საბაჟო სამსახურები დღემდე უკვე ბევრ რამეს სწავლობენ და ისწავლეს საქართველოსგან. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენგან გამოცდილების გაზიარებას.

ცალკე ვისუაბრეთ ჰუმანიტარულ, კულტურულ საკითხებზე. ჩვენ გვაქვს უკვე რაღაც გეგმები მომავლისათვის. წელს მაგალითად, აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქართველმა სპორტსმენებმა მეორე მსოფლიო მომთაბარეთა ასპარეზობაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს პერსპექტივები და ვიმედოვნებ, რომ ყველა ეს წარმატება იქნება საწინდარი ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო გიორგი, გულთბილი მიღებისათვის და კიდევ ერთხელ მინდა, გულწრფელად მოგიწვიოთ ყირგიზეთში.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გულწრფელად თქვენ და ქართველ ხალხს გულთბილი მიღებისათვის და სტუმართმოყვარეობისათვის”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ყირგიზეთის პრზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშითარხან-მოურავი ეგზიტპოლებზე: მატყუარა KFC შემოუყვანიათ, თან ქათმის ფრთებს ყიდის
შემდეგი სტატიალიტერატურის დარგში ნობელის პრემია მომღერალმა ბობ დილანმა აიღო