ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მომღერალმა ბობ დილანმა აიღო

მომღერალი ბობ დილანი 2016 წლის ნობელის პრემიის მფლობელი გახდა ლიტერატურის დარგში. პრემია მიენიჭა ფორმულირებით: “ამერიკული სიმღერების ტრადიციის გაგრძელებისთვის”.
ლიტერატურაში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა. გასულ წელს პრემია მიენიჭა ბელორუს მწერალს სვეტლანა ალექსიევიჩს. 2014-ში კი – ფრანგ მწერალს პატრიკ მოდიანოს.
ნობელის კომიტეტის წესდებაში წერია, რომ “ლიტერატურა არა მხოლოდ ბელეტრისტიკაა, არამედ სხვა ტიპის ნაწარმოებები, რომლებიც ლიტერატურულ ღირებულებას წარმოადგენენ”.

banner
წინა სტატიაშიყირგიზეთის პრეზიდენტი: ბევრი რამ ვისწავლეთ საქართველოსგან
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: პროდასავლური ძალები უნდა გაერთიანდნენ