„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის დავით თარხან მოურავის თქმით, საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლი „რუსთავი 2“-ის დაკვეთით “KFC“-მ ჩაატარა.
თარხან-მოურავის თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია მსოფლიოში სახელგანთქმული რესტორანი “KFC”-ია.
“რომ იცოდეთ, “KFC” – ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ქათმის ფრთებს ყიდის”, – განაცხადა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აჭარის ტელევიზიის ეთერში თარხან-მოურავმა.
ვიდეოს სოციალური ქსელის მომხმარებლები აქტიურად აზიარებენ და აღნიშნავენ, რომ მას ზემოხსენებული რესტორანი გერმანულ-ამერიკულ ორგანიზაცია GFK-ში აერია.