ბოსტონში მცხოვრებმა ქართველებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს

ბოსტონში მცხოვრებმა ქართველებმა და სტუდენტებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები “არა რუსულ კანონს!,” “ჩვენ ვირჩევთ ევროპას,” “Never back to USSR” და სხვა.

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს, სართაშორისო პარტნიორების გაფრთხილებების მიუხედავად და საზოგადიების მასშტაბური პროტესტის ფონზე, “ოცნებამ” პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს – 83 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი. ამ დღეს ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს კანონი ხელს არ შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. EU-ს უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ კი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ ეს კანონი EU-ს ღირებულებებთან შეუთავსებელია. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მთავრობას, მოუსმინონ გაფრთხილებებს კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაში83 მონა, მოღალატე, იუდა-თბილისის ქუჩებში ახალი წარწერები გამოჩნდა
შემდეგი სტატიახელოვანების პროტესტი თეა წულუკიანს