ხელისუფლების მზე ჩაესვენა – ზაალ უდუმაშვილი აქციის მონაწილეების დაკავებაზე

“როდესაც ხელისუფლება გადადის ასეთ ქმედებებზე, მისი მზე ჩასვენებულია” – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქციის მონაწილეების დაკავებას.

“ვიდექით, ველოდებოდით აქციის დაწყებას და პირდაპირ დაიწყეს მასიური დაკავებები. პირდაპირი ბრძანება აქვთ, დააკავონ ყველა უმიზეზოდ. ეს ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლების მზე ჩაესვენა. როდესაც ხელისუფლება გადადის ასეთ ქმედებებზე, მისი მზე ჩასვენებულია. ახლა ცდილობენ, რომ ამით ჩვენში რაღაც დეზორგანიზაცია შემოიტანონ. თითოეულ დაკავებულზე 10, 20 და 100 ადამიანი გამოვა გარეთ. ხვალ რამდენი ვიქნებით, ამასაც განახებთ, ყველას მართლა ვერ დაგვიჭერთ. პოლიციელებს მინდა მოვუწოდო, ნუ ასრულებთ ამ უკანონო ბრძანებას, ხვალ ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა”, – თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაჟა სირაძე – სახელმწიფო დაწესებულების შენობის ბლოკირება კანონით აკრძალულია
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტროსთან აქციაზე 2 პირი დააკავეს