ვაჟა სირაძე – სახელმწიფო დაწესებულების შენობის ბლოკირება კანონით აკრძალულია

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო შენობის ბლოკირება დაუშვებელია.

„სახელმწიფო დაწესებულების შენობის ბლოკირება კანონით აკრძალულია“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათთვის გაუგებარია, რატომ ხდება აქტივისტების დაკავება.

როგორც ადგილზე მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, აქციაზე დაიწყეს ყველაზე აქტიური ადამიანების დაკავება, ეს იყო წინასწარი ბრძანება.

„თითოეულ დაკავებულზე ათი კაცი გამოვა გარეთ. ხვალ რამდენი ვიქნებით ამასაც განახებთ. ყველას მართლა ვერ დაგვიჭერთ. პოლიციელებს მინდა მოვუწოდო, ნუ ასრულებთ ამ უკანონო ბრძანებას, ხვალ ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა. ეს იყო წინასწარი ბრძანება. 11:00 საათი გახდა თუ არა, დაიყვირეს და გამოვარდნენ. პირველ რიგში დაიწყეს ყველაზე აქტიური ადამიანების დაჭერა და შემდეგ უკვე აღარ არჩევდნენ. ჩემი დაკავებაც სცადეს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ
შემდეგი სტატიახელისუფლების მზე ჩაესვენა – ზაალ უდუმაშვილი აქციის მონაწილეების დაკავებაზე