ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციაზე 2 პირი დააკავეს

ჯანდაცვის სამინისტროსთან “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. მათივე თქმით, აქციები უწყვეტ რეჟიმში, სხვადასხვა ლოკაციაზე გაგრძელდება.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე განმარტავს, რომ პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

“პროტესტი ყველგან მივა, ყველგან გაიშლება, მთელი თბილისის მასშტაბით. ხედავთ, პოლიციის რამხელა მობილიზებაა, როგორ ეშინიათ. განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროა მნიშვნელოვანი. შიგნითაც არ აქვთ თანხმობა და კოორდინაცია. თამარ გაბუნიამაც კი აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო ცენტრი არ წარმოადგენს იმ დაწესებულებას, სადაც შესაძლებელია იყოს ის პროფილი, რომელიც სააკაშვილს სჭირდება. პროტესტი ყველგან იქნება. ნამდვილად დიდი მოძრაობის დასაწყისია”, – აღნიშნავს დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების მზე ჩაესვენა – ზაალ უდუმაშვილი აქციის მონაწილეების დაკავებაზე
შემდეგი სტატიამთელი პოლიტიკური და სამოქალაქო სპექტრის ყურადღება სააკაშვილისა და მისი საქართველოში შემოყვანაში ბრალდებულების სასამართლო პროცესებისკენ უნდა იყოს მიმართული – ბოკერია