ხელისუფლებამ მოუსპო ჯანმრთელობა მიხეილ სააკაშვილს და აგრძელებს მის წამებას – ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პოლიტიკური ტყვე, იმყოფება პუტინის დავალებით და შესაბამისად ივანიშვილის მიერ ამ დავალების აღსრულებით პოლიტიკურ ტყვეობაში და ეს ტყვეობა რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს – აცხადებს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი სულ ცოტა ხნის წინ მოინახულა. ადვოკატის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მმდგომარეობა მძიმეა:

“ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის სიტუაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სახელმწიფო არ მკურნალობს, არა. სახელმწიფომ, ხელისუფლებამ, მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობით, მოუსპო ჯანმრთელობის მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილს და ეხლა სათანადო სამედიცინო სერვისების არმიწოდებით აგრძელებს მის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას და სამწუხაროა, რომ ამას ხელისუფლება აკეთებს პოლიტიკურ ტყვეობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ” განაცხადა საძაგლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა შვედეთის საელჩოდან სამი დიპლომატი გააძევა
შემდეგი სტატიაროგორც კი უცხოელი პარტნიორები არ დაუჭერენ მხარს „ნაცმოძრაობას“, ისინი ხდებიან ლანძღვის საგანი, როგორც ჩანს, ეს ბედი გაიზიარა ბატონმა კასიანოვმაც – წულუკიანი