,,მსოფლიო ისტორიაში ს.ზურაბიშვილის კურთხევა იყო ყველაზე სამარცხვინო”

მსოფლიო საპრეზიდენტო ინაუგურაციათა ისტორიაში ს.ზურაბიშვილის კურთხევა იყო ყველაზე სამარცხვინო. რეჟიმმა ვერ გაბედა დედაქალაქში ამ ცერემონიალის ჩატარება და სამარცხვინოდ გაიქცა ქვეყნის პოლიტიკური ცენტრიდან გალავნიან ციხე- სიმაგრეში-ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ფეისბუქ გვერდზე წერს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, მსოფლიოში ერთადერთი პრეცენდენტი არსებობს,როდესაც ფიცის დადება დედაქალაქში არ მოხდა.
,,მე ერთადერთი პრეცენდენტი მახსენდება დედამიწაზე არა დედაქალაქში ფიცის დადებისა,როდესაც 1963 წლის 22 ნოემბერს, პრეზიდენტ კენედის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, დალასის აეროპორტში, პირდაპირ საპრეზიდენტო ბორტზე,მოსამართლე სარა ჰიუზის წინაშე ლინდონ ჯონსონმა წარმოთქვა ფიცის ტექსტი. მაგრამ ამას მოითხოვდა ამერიკული კანონმდებლობა—–არც ერთი წუთი სახელისუფლო ვაკუუმი. საქართველო კი უკვე რამდენი წელია ცხოვრობს არა მატო პოლიტიკურ ვაკუუმში, არამედ კატასტროფის უწყვეტ წრეზე მოძრაობს ორბიტას ასხლეტილი ცდომილივით.დღევანდელი დღეც ამის დასტურია.”-წერს შალვა ნათელაშვილი ფეისბუქ გვერდზე

banner
წინა სტატიაში,,ხელისუფლებამ მოქალაქეების მანიფესტაციის უფლება დაარღვია”
შემდეგი სტატიაპარლამენტის შენობასთან პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება ხდება