თუშეთში, სადაც სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს დაშავებულები ამოჰყავთ

თუშეთში, სადაც „კამაზი“ ხევში გადავარდა, ამ წუთებში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 2 ეკიპაჟი მუშაობს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მიმდინარეობს დაშავებულების ამოყვანა. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, თუშეთში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სატელეფონო კავშირი არ არის, რის გამოც, მომხდართან დაკავშირებით, დეტალების გარკვევა რთულია.

„სატელეფონო კავშირი არ არის, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ეკიპაჟები სამშველო ოპერაციას ატარებენ. შესაბამისად, დეტალები ჯერ არ ვიცით. პირველადი მონაცემებით, 5 ადამიანი არის, ვინც მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო. დანარჩენი ინფორმაცია – უფრო მეტი ადამიანი იყო თუ არა, ვიდრე მაშველები სამაშველო ოპერაციას არ ჩაატარებენ და არ ნახავენ, მანამდე ყველაფერი ვარაუდია”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
შემდეგი სტატიახელისუფლება, მინიმუმ, ხელოვნურად ცდილობს, დაამძიმოს მუხლები – ბობოხიძე მომიტინგეების დაკავებაზე