ხელისუფლება იძულებული გახდება ანგარიში გაუწიოს პროტესტს – ბურჯანაძე

„თუ ჩვენ თანმიმდევრულად, ძალიან სერიოზულად არ გავაგრძელეთ ეს პროტესტი, თუ ყველა არ ჩავებით და ჩავერთეთ ვისაც როგორ შეგვიძლია და ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე არ ვაკეთებთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივაღწევთ მიზანს“, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის თქმით, მმართველი ხელისუფლება იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს ხალხის პროტესტს.

ამასთან, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ საზოგადოებამ ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შეუქმნას და ეს არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ რუსთაველზე დგომით.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ამ აქციებზე და ვინც აპირებს მოსვლას მადლობა გადავიხადო. ეს იყო სერიოზული გზავნილი მსოფლიოსთვის, არ ვიტყვი რომ ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ არაადეკვატური ხელისუფლებისთვის პრინციპული მნიშვნელობა არაფერს არ აქვს, მაგრამ რაღაცა ზღვარზე, ისინი იძულებული გახდებიან თავიანთი არაადეკვატურობის მიუხედავად ანგარიში გაუწიონ პროტესტს.

როდესაც ამდენი ხალხი, არაპარტიული მოქალაქეები დგანან და ხელისუფლებისგან ითხოვენ იმას რასაც ითხოვენ, როცა ამდენი ახალგაზრდაა გამოსული ყველაზე ბრმა და ყრუ ხელისუფლებასაც კი მოუწევს ამაზე რეაგირება, თუ რა, თქმა უნდა, ეს პროტესტი გაგრძელდა.

აქ მთავარია, რომ აქცენტი გამოიკვეთოს სწორად. როდესაც, ასეთი პროტესტის შედეგად იქნება მიღწეული მთავრობის გადაყენება ეს უკვე ნიშნავს, რომ ხელისუფლება არის შერყეული. ღარიბაშვილის გადაყენების მოთხოვნა გარკვეულწილად ნიშნავს დეოლიგარქიზაციის სერიოზულად დაწყებას, მაგრამ მთავარი აქცენტი უნდა დარჩეს ბიძინა ივანიშვილზე და ვადამდელ არჩევნებზე.

პროტესტი არის მნიშვნელოვანი. რაც მეტი ხალხი მოვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღარიბაშვილის და მთავრობის გადაყენების მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის სერიოზული ნაბიჯი ივანიშვილის ძალაუფლების შერყევისთვის, თუმცა ჩანაცვლება რა უნდა მოხდეს.

თუ ჩვენ თანმიმდევრულად, ძალიან სერიოზულად არ გავაგრძელეთ ეს პროტესტი, თუ ყველა არ ჩავებით და ჩავერთეთ ვისაც როგორ შეგვიძლია და ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე არ ვაკეთებთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივაღწევთ მიზანს. დისკომფორტი უნდა შევუქმნათ ხელისუფლებას, მარტო რუსთაველზე დგომით არა“, – აცხადებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა 8 ბერძენი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
შემდეგი სტატიადეოლიგარქიზაცია უნდა იყოს ამოცანა, რაც ივანიშვილის რეჟიმის მოშორებას ნიშნავს – რეჟიმის პირობებში ქვეყნის ტრანსფორმაციაზე საუბარი, ან თავის მოტყუებაა ან საზოგადოების – ბოკერია