დეოლიგარქიზაცია უნდა იყოს ამოცანა, რაც ივანიშვილის რეჟიმის მოშორებას ნიშნავს – რეჟიმის პირობებში ქვეყნის ტრანსფორმაციაზე საუბარი, ან თავის მოტყუებაა ან საზოგადოების – ბოკერია

ივანიშვილის გარემოცვის, ღარიბაშვილისა და სხვა პოლიტიკური არარაობების უსინდისო, უტიფარ პროპაგანდასა და ბოდვას არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გააცნობიეროს, რომ ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი და მისი გარემოცვა იქნება ხელისუფლების სათავეში, ქვეყანა თავისუფალი და დაცული ვერ იქნება.

„ყველაფერი დანარჩენი, რაც ან ბუნდოვანებას შეუწყობს ხელს, ან რამე ილუზიას, რომ მათთან საუბრით შედეგის დადგომაა შესაძლებელი, ქვეყნისთვის საზიანოა. მათთან, როგორც რეჟიმთან მოლაპარაკებები, მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, როდესაც ზღვარზე იქნებიან, ანუ ძალაუფლების დათმობას თითქმის შეგუებულები. მერე გახდება საჭირო საუბარი, როგორ უნდა წავიდნენ ქვეყნის დაუზიანებლად, ოღონდ ამაზე დროზე ადრე საუბარი, რაღაც ილუზიების შექმნა, ამ რეჟიმის პირობებში ქვეყნის ტრანსფორმაციაზე საუბარი, ან თავის მოტყუებაა ან საზოგადოების“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება იძულებული გახდება ანგარიში გაუწიოს პროტესტს – ბურჯანაძე
შემდეგი სტატიაქართველ ხალხს, ვინც ქუჩაში გამოვიდა და კიდევ გამოვა, 100%-იანი მხარდაჭერა ექნება, როგორც ბრიუსელიდან ასევე ვაშინგტონიდან – ვაშაძე