რუსეთმა 8 ბერძენი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა 8 ბერძენი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მათ, ქვეყნის დასატოვებლად 8 დღე მისა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გარდა ამისა, მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ საბერძნეთის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიზეზად ასახელებს “რუსეთის მიმართ საბერძნეთის ხელისუფლების კონფრონტაციულ კურსს, მათ შორის, კიევისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას”.

ამასთან, როგორც მედია იუწყება, რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ქვეყანა ასევე აპროტესტებს საბერძნეთის გადაწყვეტილებას, რუსი დიპლომატების ჯგუფის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ.

წინა სტატიაშიმაია სანდუმ უკრაინაში ბოროდიანკა, ბუჩა და ირპენი მოინახულა
შემდეგი სტატიახელისუფლება იძულებული გახდება ანგარიში გაუწიოს პროტესტს – ბურჯანაძე