“ყაზტრანსგაზის” სპეციალური მმართველი ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდას არ გამორიციხავს

ყაზტრანსგაზ თბილისის სპეციალური მმართველი გაზის გაძვირებას არ გამორიცხავს.

გიგლა თამაზაშვილის განცხადებით, ტარიფი ლარის კურსზეა დამოკიდებული და საბოლოო შედეგს მარეგულირებელი კომისია 2 კვირაში გამოაცხადებს.

„ლარის კურსმა სერიოზული გავლენა შეიძლება, იქონიოს ბუნებრივი აირის ტარიფზე, რადგან, კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველო და კონკრეტულად ჩვენ დოლარის ეროვნულის კურსით ვყიდულობთ გაზს. კერძო სექტორის პოზიცია და ჩვენი პოზიცია იქნება ის, იმასთან მიმართებაში და იმასთან ახლოს, რომ ჩვენ შევძლოთ ოპერაციების განხორციელება და უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგება დედაქალაქის,“ – აცხადებს თამაზაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმომსახურების მაღალი სტანდარტებისთვის XIX ბიზნესრეიტინგის ფარგლებში კომპანიები დაჯილდოვდა
შემდეგი სტატია“გამოძიებამ უნდა დადოს მტკიცებულებები და არა სუს-მა, შსს-მ ან პროკურატურამ”