მომსახურების მაღალი სტანდარტებისთვის XIX ბიზნესრეიტინგის ფარგლებში კომპანიები დაჯილდოვდა

თბილისი გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX ბიზნესრეიტინგის საზეიმო საღამო და დაჯილოდება გაიმართა.

ტრადიციულად, 2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები უკვე გამოვლინდა. საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია კი – გრან-პრის მფლობელი, ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე დასახელდა.

ბიზნეს რეიტინგის ფარგლებში გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია „ავერსი“ გახდა, ხოლო – წლის ინვესტორის პოზიცია კი კომპანია „დრიმ ლენდ ოაზისმა“ დაიკავა.

ღონისძიებაზე კომპანიები სხვადასხვა ნომინაციბში მოოქროვილი სამკერდე ბროშით – ბოლნური ჯვრით დაჯილდოვდნენ.

დაჯილდოვებული კომპანიები არიან:

„ბაზისბანკი“- დავით ცაავა ნომინაციაში: „უნივერსალური ფინასური ინსტიტუტი; ახალი საინვესტიციო პროექტები;“

ბაზისბანკი 25 წლიანი ისტორიის მქონე უნივერსალური ფინანსური

ინსტიტუტია, რომელიც მუდმად ორიენტირებული იყო სტაბილურ ზრდასა და განვითარებაზე.

2012 წლის შემდეგ, როდესაც უმსხვილესი ჩინური კონგლომერატი „ჰუალინგ ჯგუფი“ ბაზისბნაკის აქციათა მფლობელი გახდა ბანკმა ზრდის ტემპის კიდევ უფრო შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა. ამჟამად, ბაზისბანკი წარმოადგენს ქვეყნის მე-6 უდიდეს კომერციულ ბანკს და ბაზრის მოთამაშეს.

2017 წლის ბოლოს ბაზისბანკის ჰოლდინგს შეემატა ახალი შვილობილი

კომპანიები – ჰუალინგ დაზღვევა“ და სალიზინგო კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი“.

ჰოლდინგური განვითარება ბანკს საშუალებას აძლევს მომხმარებელს შესთავაზოს

ფინანსური მომსახურების სრული სპექტრი.

„ავერსი“ – პაატა კურტანიძე ნომინაციაში: „უმაღლესი სტანდარტის ფარმაცევტული საწარმო; მომსახურების მაღალი ხარისხი;“

“ავერსის” საქმიანობა ყველა სამედიცინო მიმართულებას მოიცავს: სააფთიაქო ქსელს 250-მდე აფთიაქით. მსოფლიო დონის ქართული ფარმაცევტული საწარმო “ავერსი-რაციონალს”. უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ ავერსის კლინიკათა ქსელს. სადაზღვევო კომპანია “ალფას”. კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრს, სადაც ყველა ტიპის სტაციონარული და ამბულატორული მომსახურება ხორციელდება. აგრეთვე ავერსის სახელს უკავშირდება აკადემიკოს ვახტან ბოჭორიშვილის კლინიკაც, რომელიც 14 მილიონიანი ინვესტიციის შედეგად რეაბილიტირდა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზი კი სრულად განახლდა.

„PSP ჯგუფი“ -გოჩა გოგილაშვილი ნომინაციაში: „სამედიცინო სფეროს ლიდერი; უმსხვილესი ქსელი ქვეყნის მასშტაბით; მსხვილი დამსაქმებელი;“

PSP – სამედიცინო სფეროს ლიდერი.

1994 წლიდან ქმნის წარმატების ისტორიას;

საერთაშორისო ბიზნეს ჯილდოს „სტივი ევორდსის“ მფლობელი ერთადერთი ქართული კომპანია;

5500-მდე თანამშრომლით და 220-ზე მეტი აფთიაქით ქვეყნის მასშტაბით;

ხარისხის გარანტი კომპანია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 2მლნ ადამიანი თავისი ოჯახის აფთიაქად აღიარებს!

„კავკასიის ავტოიმპორტი“ – გიორგი სურგულაძე ნომინაციაში: „წამყვანი როლი ავტოპარკის სწრაფ განახლებაში ; წარმატებული გლობალიზაცია; ეფექტური მიწოდების ჯაჭვი;“

კავკასიის ავტოიმპორტი, კავკასიის ბიზნეს ჯგუფის ლიდერი კომპანიაა.

● ლიდერი ავტოიმპორტიორი რეგიონში;

● 70,000-ზე მეტი იმპორტირებული ავტომობილი;

● 250-ზე მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი;

● ფილიალების ფართო ქსელი საქართველოში, აზერბაიჯანიში, სომხეთში, უკრაინასა და ყირგიზეთში;

● სრულყოფილი, საერთაშორისო ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა;

● ამერიკული ავტოაუქციონების გიგანტის – Copart-ის ოფიციალური წარმომადგენელი;

● ექსკლუზიური ფინანსური პროდუქტები;

● ბიზნეს-ჯგუფის სხვა წევრ კომპანიებთან ერთად წარმოქმნილი უნიკალური სინერგიები.

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ – ირაკლი გურჩიანი ნომინაციაში: „დროის წინმსწრები სტანდარტები; იდეალური კომფორტი და ხარისხი; კრეატიული უსაფრთხოება;

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ არის მსოფლიო ბრენდის „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში, რომელიც საავტომობილო ბაზარზე, 1997 წლიდან, უკვე 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, ტოიოტას ბრენდის უახლესი მოდელების ავტომობილების ფართო არჩევანს, მხოლოდ ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს, ასევე ავტომანქანის მაღალ-პროფესიონალურ სერვისს, რომელიც ტოიოტას სერტიფიცირებული ხელოსნების მიერ ხორციელდება.

„ქედი სტუდიო“ – გია ალიხანაშვილი ნომინაციაში: „ქართული ბიზნესის იმიჯის შემქმნელი; კრეატიული იდეები და გუნდის პროფესიონალიზმი;“

„ქედი სტუდიო“ პირველი დამოუკიდებელი სარეკლამო სააგენტოა საქართველოში, რომელმაც ბიზნესში სარეკლამო მიმართულებასა და კრეატიულობის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.

ქედი სტუდიოში მრავალი „ რეკლამისტი“ აღიზარდა , რამაც ხელი შეუწყო ამ ბიზნესის გაფართოებასა და გაძლიერებას.

ქედი სტუდიო უკვე 26 წელია წარმატებით აგრძელებს მუშაობას და მისი დახმარებით, დღესაც ბევრი კომპანია ვითარდება, რაც საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე აისახება.

დღეს ქედი სტუდიო სტუდიო წარმოდგენილია საუკეთესო პროფესიონალთა გუნდით და სრული სარეკლამო მომსახურებით.

შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა დამარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან ატარებს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატია“ყაზტრანსგაზის” სპეციალური მმართველი ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდას არ გამორიციხავს