“გამოძიებამ უნდა დადოს მტკიცებულებები და არა სუს-მა, შსს-მ ან პროკურატურამ”

“გამოძიებამ უნდა დადოს მტკიცებულებები და არა სუს-მა, შსს-მ ან პროკურატურამ,” – ეს განცხადება სუს-ის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა, მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთაბ დაკავაშირებით გააკეთა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ გამოძიების დასრულებამდე კომენტარებისგან თავს იკავებს.

“ყოველთვის თავს ვიკავებთ ამ მიმართულებით განცხადების გაკეთებისგან. დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიებამ უნდა დადოს მტკიცებულებები, მასალები და არა სუს-მა, პროკურატურამ თუ შსს-მ. გამოძიებამ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები,” – განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაში“ყაზტრანსგაზის” სპეციალური მმართველი ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდას არ გამორიციხავს
შემდეგი სტატიაშსს-მ ის პირი დააკავა, რომელმაც ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო პროცესზე პროკურორს სანთებელა ესროლა