„ყაზტრანსგაზ თბილისი“ – პეკინის #30-ში ქიმიური ნივთიერება აფეთქდა

პეკინის გამზირზე დღეს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზ თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.„კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ გაცნობებთ, რომ პეკინის 30 ნომერში არ მომხდარა აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გამოიწვია ქიმიური ნივთიერების აალებამ. მომხდარის შესახებ დეტალებს გამოძიება დაადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პეკინის გამზირზე ხანძარი გაზის აფეთქების შედეგად გაჩნდა. ინციდენტი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინის სამზარეულოში მოხდა.

ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე თავად ბინაში მცხოვრებმა პირებმა მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშიშსს პეკინზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტმა გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარა