შსს პეკინზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, პეკინის გამზირზე მომხდარ ფაქტთან
დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო,
რაც ელექტრო ან გაზის ობიექტის ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების
დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე
დაზიანება.

ამ ეტაპზე დაუდგენელი მიზეზით თბილისში პეკინის N30-ში მცხოვრებ ერთ-ერთ
მოქალაქეს, სავარაუდოდ, აუფეთქდა ქურა. ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა
პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების თანამშრომლების
მობილიზება. მომხდარის შედეგად დაშავდა ერთი მამაკაცი, რომელსაც
სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები არ მიუღია. მას ადგილზე ჩაუტარდა
პირველადი სამედიცინო დახმარება და შემდგომი სამედიცინო კვლევებისთვის
გადაყვანილია საავადმყოფოში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით
გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ რამდენიმე ავტომობილის ქურდობის ფაქტი აღკვეთა
შემდეგი სტატია„ყაზტრანსგაზ თბილისი“ – პეკინის #30-ში ქიმიური ნივთიერება აფეთქდა