ევროპარლამენტმა გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარა

ევროპის პარლამენტმა ვენესუელას ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელი ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა – 31 იანვარს ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ანტონიო ტაიანიმ “ტვიტერზე” გაავრცელა.
გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა არჩეული პრეზიდენტისადმი წაყენებული ულტიმატუმის შეუსრულებლობა, რომელმაც ევროკავშირის მოწოდება, ვადამდელი არჩევნები დაენიშნა, არ შეასრულა.
გარდა ამისა, ევროპარლამენტმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდეს, რომ გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარონ – “დოიჩე ველე” წერს.

ვენესუელაში ქვეყნის მეთაურის არჩევნები 2018 წლის მაისში ჩატარდა, რომელშიც ნიკოლას მადურომ ხმათა 70 % მიიღო.
ვენესუელაში მადუროს წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ინტენსიურად მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში„ყაზტრანსგაზ თბილისი“ – პეკინის #30-ში ქიმიური ნივთიერება აფეთქდა
შემდეგი სტატია“გალის საკითხი” და ასიდა შაკილის პოზიცია