„ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი შეფერხების გარეშე მუშაობს

„ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი დილის 06.00 საათიდან შეფერხების გარეშე მუშაობს. ნფორმაციას შემოსავლების სამსახურში ადასტურებენ. ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით ყველა მანქანა, რომელიც გუშინდელი შეზღუდვის გამო ვერ მოძრაობდა, უკვე გატარებულია და საბჟოზე რიგები არ არის.

მისივე თქმით, რამე შეზღუდვა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოსალოდნელი არ არის.

საგანგებო ვითარებით გამოწვეული საჭიროებებიდან გამომდინარე, ტექნიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, ღამის 12 საათიდან 15 აგვისტოს დილის 06.00 საათამდე, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მუშაობა შეჩერებული იყო.

საგანგებო ვითარება კი, ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფულმა მოვლენებმა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშილუხუნის ხეობაში გზის გაწმენდითი სამუშაოები განახლდა
შემდეგი სტატიამოგერინი კორეის ნახევარკუნძულის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს