ლუხუნის ხეობაში გზის გაწმენდითი სამუშაოები განახლდა

რაჭაში, ლუხუნის ხეობაში დილიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები განახლდა.

დამეწყრილი მთიდან ქვა და ღორღი ღამე კვლავ ცვიოდა, რის გამოც გზა ღამის საათებში ჩაკეტილი იყო. ამ დროისთვის მოძრაობა ნებადართულია, როგორც ორხიდიანი, ისე მსუბუქი ავტომობილებისთვის.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მალხაზ ლომთაძის თქმით, გახსნილია სამ სოფელთან დამაკავშირებელი ე.წ. ძველი გზაც, სადაც გადაადგილება მხოლოდ ორხიდიან მანქანებით არის შესაძლებელი.

ლუხუნის ხეობაში მთის ჩამოშლის გამო სამი სოფელი გარე სამყაროს იყოს მოწყვეყტილი.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოში დღეს თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ
შემდეგი სტატია„ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი შეფერხების გარეშე მუშაობს