გახარია კალაძესთან შუამავალზე – ეს არის ის ტყუილი, რომელსაც კახა რაღაცნაირად ცდილობს, რომ თავი აარიდოს

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ამომრჩეველი ზუსტად შეაფასებს იმას, რაც მე გავაკეთე. მე მივედი ჩემს ყოფილ კოლეგასთან, რომელთანაც 7 წელი ერთად ვმუშაობდი და ვუთხარი, რომ არ მინდა კახა, რომ ტელევიზორიდან გაიგო, რომ მე და შენ დღეიდან ვიქნებით კონკურენტები. მერე მე ისიც ვთქვი, რომ ალბათ, შეცდომა დავუშვი მეთქი. შეცდომა იმაში კი არ დავუშვი რომ მივედი – შეცდომა დავუშვი იმაში, რომ მეგონა, რომ კახა მიხვდებოდა იმას, რომ ორ კაცს შორის საუბარი მესამე პირების ჭორაობის საკითხი არ უნდა გამხდარიყო, თან ტყუილების ნაწილში.“ – ამბობს გიორგი გახარია კახი კალაძესთან შეხვედრის შესახებ.

„კითხვა იმან კი არ გააჩინა მე რატომ არ დავრეკე, ან რატომ მივედი – კითხვა გააჩინა იმან, რომ კახა დღეს ვერც სიმართლეს ვერ ამბობს ბოლომდე და ტყუილსაც რაღაცნაირად უნდა, რომ თავი აარიდოს!“ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა რუსთავი 2-ის ეთერში.

ჟურნალისტმა გიორგი გახარიას ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებაზეც ჰკითხა, უგზავნიდა თუ არა გახარია კალაძეს შუამავალს, რომ თითქოს ფულის სანაცვლოდ იტყოდა უარს მისი კონკურენტი ყოფილიყო.
„აი – ეს არის ის ტყუილი, რომელსაც კახა ძალიან, რაღაცნაირად ცდილობს თავი აარიდოს და მერე ამბობს, რომ ჩემთან ამაზე საუბარი არ ყოფილაო, მაგრამო პარტიის თავმჯდომარე არ ტყუისო. თითქოს პარტიის თავმჯდომარე ლენინი იყოს!“ – განაცხადა გახარიამ.

„რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. მე ამ საკითხზე წერტილს ვსვამ – თუ ვინმეს რაიმე სათქმელი აქვს, გააგრძელოს თქმა. სიმართლე იმაშია, რომ ეს კითხვები რასაც სვამთ, გააჩინა მხოლოდ იმან, რომ არც სიმართლეს არ ამბობს ბოლომდე და ტყუილსაც უნდა, რომ რაღაცნაირად თავი აარიდოს. სახის შენარჩუნების საკითხია. მძიმე საყურებელია ეს – უაღრესად მძიმე საყურებელი, ადამიანს, რომელსაც მე უდიდეს პატივს ვცემდი… მართლა, უდიდეს პატივს.“- ამბობს გიორგი გახარია.

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ კახა კალაძისადმი მისი პატივისცემის საკითხი ამ ფაქტების შემდგომ შეიცვალა.
„ახლა რა თქმა უნდა, რაღაცეები შეიცვალა. როგორ გგონიათ – ადმიანს ვესაუბრები, ჩვენ გვაქვს რაღაც საუბარი, ეს მესამე პირების ჭორაობის საგანი ხდება და მერე ეს კაცი გამოდის და მერე რა მოხდაო, იმას საუბრის უფლება ჰქონდაო… საერთოდ მორალს მიღმაა ეს. “ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგოგი წულაიამ პარტიის “გოგი წულაია – ახალი ქრისტიან დემოკრატების” საარჩევნო სია წარადგინა
შემდეგი სტატიახაზარაძე: სააკაშვილის მორიგი განცხადება საქართველოში ჩამოსვლაზე ივანიშვილის და „ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმაა