ხაზარაძე: პარტნიორების ზეწოლით “ოცნებამ” გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დოკუმენტს

პარტია “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე “ქართული ოცნების” მიერ ხელმოწერას ეხმიანება და აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგად გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დოკუმენტს.

“ოცნებამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს.

შეგახსენებთ, 5-ი პუნქტიდად 3-ს ოპოზიცია იქვე, მოლაპარაკების დროს დაეთანხმა. დარჩენილ ორ პუნქტზე, პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზე, იყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმულაზე, რომელიც ბოლო შეხვედრის დროს ვერ დასრულდა.

ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბნ. დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, “ქართული ოცნება” მზად არის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს.

არჩილ თალაკვაძემ ასევე თქვა, რომ “ქართული ოცნება” შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ
შემდეგი სტატიააშშ-ში პოლიციამ 13 წლის მოზარდი მოკლა