აშშ-ში პოლიციამ 13 წლის მოზარდი მოკლა

პოლიციამ 13 წლის მოზარდი მოკლა

პროკურატურამ განაცხადა, რომ მოზარდი შეიარაღებული იყო, თუმცა ვიდეოში, რომელიც პოლიციამ გაავრცელა, ჩანს, რომ ბიჭს იარაღი არ ჰქონია. ჩიკაგოს მერმა განაცხადა, რომ შეძრულია მომხდარით და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

შემთხვევა 15 აპრილს საღამოს ჩიკაგოში მოხდა. პოლიციის მიერ რეგისტატორით გადაღებულ და შემდეგ გასაჯაროვებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ 13 წლის ადამ ტოლედო პოლიციელებისგან გარბის, შემდეგ ჩერდება, ხელებს მაღლა სწევს და ამ დროს ტყია გულში ხვდება – ამის შესახებ “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: პარტნიორების ზეწოლით “ოცნებამ” გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დოკუმენტს
შემდეგი სტატიამეტეხის გვირაბში მასშტაბური პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდება